Belive

ვის დაუპირისპირდება ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის ტურნირის მერვედფინალში?

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გუშინ მაიამის მასტერის 1/16-ფინალური ეტაპის თამაშები გაიმართა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19) ამერიკის ტურნირის მე-3 რაუნდში ჰოლანდიელი რობინ ჰაასე 2 სეტში - 7:6; 6:3 დაამარცხა და 1/8-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. აღნიშნულ ეტაპზე საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი კანადელ ფელიქს აუგერ-ალიასიმეს (57) დაუპირისპირდება. 18 წლის მოთამაშეს სამშობლოში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ნიკოლოზის მომავალმა მეტოქემ მერვედფინალში გუშინ პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი დაამარცხა - 7:6; 6:4. აღსანიშნავია, რომ ფელიქს აუგერ-ალიასიმემ 2018 წელს ორი ჩელენჯერი მოიგო. ჯერ საფრანგეთში (ლიონი) დაეუფლა ტიტულს, შემდეგ კი უზბეკეთში (ტაშკენტი) ბასილაშვილისა და აუგერ-ალიასიმეს მერვედფინალური შეხვედრა 26 მარტს, თბილისის დროით 19:00-ზეა ჩანიშნული.  

სხვა სტატიები