Belive

World Rugby-ს გამოკითხვა: ახალი ზელანდია VS საქართველო

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს არგენტინაში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ტურნირზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს. მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა დღევანდელ დაპირისპირებამდე გამოკითხვა ჩაატარა. გულშემატკივრის 90% ფიქრობს, რომ დღეს "ოლ ბლექსი" გაიმარჯვებს, 10% კი საქართველოს მხარეს იხრება.
Screenshot_20190604-130112
"ბორჯღალოსნებსა" და ახალ ზელანდიას შორის შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Live.Ge შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები