Belive

ზამთრის ოლიმპიადა | ნინო წიკლაურის 2 დაშვება გიგანტურ სლალომში

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

7 თებერვალს საქმეში ჩაერთო ოთხგზის ოლიმპიადის მონაწილე, სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური. გიგანტურ სლალომში ყოველ მონაწილეს ორი დაშვების უფლება ჰქონდა. ნინო პირველ ცდაზე ფინიშთან 1:04.49 წუთში მივიდა, რაც 41-ე მაჩვენებელი იყო. მეორე ცდაზე მან წუთობრივი მაჩვენებელი ვერა, თუმცა შედეგი გააუმჯობესა – 1:05.38, 35-ე ადგილი. საბოლოოდ ქართველმა სამთო-მოთხილამურემ შეჯიბრება 34-ე პოზიციაზე დაასრულა (ჯამში 2:09.87 წუთი). პირველობა არავის დაუთმო  შვედმა სარა ჰექტორმა, რომელიც ორი დაშვების ჯამში 1:55.69 წუთში ჩაეტია.

ვიდეო:

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები