Belive

ზაზა ნადირაძემ ფინალში წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მინსკში მიმდინარე მე-2 ევროპულ თამაშებზე ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ კანოეში, 200 მეტრ დისტანციაზე მე-4 ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა მედალის ვერ მოგების მთავარ მიზეზებზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ტრავმასთან ერთად, ხელი მას კლიმატურმა პირობებმა შეუშალა. "თავის მართლება არ მინდა გამომივიდეს. თავიდან ტრავმას დიდი ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ საქმე ამ მხრივ რთულად იყო. ხელი შემიშალა ქარმაც. როგორც იცით, ფინალში მე შუა ზოლში ვიყავი, საპრიზო ადგილებზე გასული სამივე სპორტსმენი კი მარცხნივ, ტრიბუნების მხარეს იყო განლაგებული. აქედან გამომდინარე, ქარის სიმძლავრე მათ მხარეს გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ჩემთან.  პრობლემა იმანაც შემიქმნა, რომ ნიჩაბს მე მარჯვნიდან ვუსვამ,  ქარი კი საწინააღმდეგო მიმართულებით უბერავდა. ასეთ დროს განწირული ხარ," - თქვა ნადირაძემ.

სხვა სტატიები