Belive

ზედიზედ მეორედ - 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ქართველი იქნება

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ხვალ, 20 სექტემბერს, 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი აიღებს სტარტს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2019 წლის იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, 19 წლის ქართველი კვაჭი  - ვანო კარკაძე იქნება.  ვანო კარკაძე მსოფლიო თასს 19 წლის და 86 დღის შეხვდება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე - ვასილ ლობჟანიძე იყო. ვანო კარკაძემ 2019 წელს U20 მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა, სადაც ფიჯელების დალელოვება ბოლო წუთზე მოახერხა და უმცროს ბორჯღალოსნებს მოაგებინა. "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასზე პირველ მატჩს უელსის ნაკრების წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავენ.

სხვა სტატიები