Belive

ზურაბ დათუნაშვილი ვოივოდინას ოლქის წლის ათლეტად დასახელდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ზურაბ დათუნაშვილის მორიგი აღიარება სერბეთში - ქართველი მოჭიდავე ახლახანს სერბეთის ავტონომიური ოლქის, ვოივოდინას წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზურაბი რამდენიმე თვის წინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მან სერბეთს ბრინჯაოს მედალიც მოუტანა. შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი 2019 წლამდე საქართველოს სახელით ასპარეზობდა, რის შემდეგაც, ფედერაციის პრეზიდენტთან უთანხმოების გამო ქვეყანა დატოვა.

სხვა სტატიები