ფიჯის ნაკრებმა ბორჯღალოსნებისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა

შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა A-ჯგუფში ინგლისის, უელსისა და ირლანდიის წინააღმდეგ იასპარეზა.

6-ერის ძლევამოსილი წარმომადგენლებისა და მსოფლიოს სარაგბო ელიტის ერების წინააღმდეგ, “ბორჯღალოსნები” მატჩიდან მატჩამდე ვითარდებოდნენ – ინგლისთან და უელსთან უქულო მარცხის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართა და 23:10 დამარცხდა.

არავისთვის გასაკვირი არ იყო, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები A-ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებდა. B-ჯგუფის ბოლოადგილოსანი კი ფიჯი გახდა. კორონავირუსის გამო “მფრინავი ფიჯელების” მატჩები საფრანგეთის, შოტლანდიისა და იტალიის წინააღმდეგ გაუქმდა და კუნძულელებს წაგება (0:28) ჩაეთვალათ. ფიჯიმ კორონავირუსი დაამარცხა და შემოდგომის ერთა თასის უკანასკნელ შეხვედრაში საქართველოს წინააღმდეგ ემზადება. “ბორჯღალოსნებისა” და “მფრინავი ფიჯელების” დაპირისპირება 5 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე, “მარიფილდზე” გაიმართება.

მატჩამდე 2 დღით ადრე კი ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ვერნ კოტერმა, ბორჯღალოსნების წინააღმდეგ გასამართი მატჩის შემადგენლობა დაასახელა:

ფიჯის ნაკრებმა ბორჯღალოსნებისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა 1

(991)

ფიჯის ნაკრებმა ბორჯღალოსნებისთვის უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა

სტატიის ავტორი
-