Belive

დავით ნინიაშვილი TOP 14-ის საოცნებო თხუთმეტეულში

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
შაბათს, 8 იანვარს საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-15 ტური გაიმართა, სადაც „ლიონი“ „პო“-ს დაუპირისპირდა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა და საფრანგეთის ჩემპიონატში სადებიუტო ლელო დადო ქართველმა უკანახაზელმა, დავით ნინიაშვილმა. ფრანგულმა გამოცემა „მიდი-ოლიმპიკმა“ ნინიაშვილი მე-15 ტურის „საოცნებო თხუთმეტეულში“ დაასახელა:
„ლელოს ავტორი, 7 გაფუჭებული ბოჭვა მის წინააღმდეგ, სისწრაფე შეტევაში, მან გამოიყენა სრული არსენალი“, – წერს ფრანგული გამოცემა ქართველ უკანახაზელზე.
1641998622-ტოპ-14

წყარო: 1TV

სხვა სტატიები