1995 წელს მიღებული ტრავმით, მორაგბე 2020 წელს გარდაიცვალა

407
ნახვა

უელსური სარაგბო კლუბი “პენალტას” ყოფილი მორაგბე – რობ მური ტრავმის მიღებიდან თითქმის 25 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

1995 წლის შემოდგომაზე, რაგბის მატჩის მიმდინარეობისას შერკინება ჩაიშალა, როდესაც რობ მურმა კისრის მძიმე დაზიანება მიიღო.

“ის ნამდვილი მეომარი იყო, 25 წელი ამ მძიმე ტრავმას ებრძოდა, ყველას ამშვიდებდა ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. სუსტი ადამიანები ვერასდროს შეძლებენ იმას, რაც რობმა გააკეთა. ამ უმძიმესი წლების გადატანაში მას მეგობრები და ოჯახის წევრები დაეხმარნენ.”

რობ მური 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. უელსელი მორაგბეს გარდაცვალების შესახებ, მისმა ყოფილმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

(407)

1995 წელს მიღებული ტრავმით, მორაგბე 2020 წელს გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-