Belive

2 ქართული ლელო PRO D2-ში - ქართველებმა საფრანგეთში გაიბრწყინეს

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
10 სექტემბერს, საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო დივიზიონში PRO D2-ში, მეორე ტურის მატჩები შედგა, სადაც ქართველი მორაგბეებით დახუნძლულმა "ორიაკმა" შინ "გრენობლი" მიიღო და 26:13 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან ძირითად შემადგლობაში 3 ქართველი მორაგბე იყო: ნომერი 2 - ლუკა ნიორაძე, ნომერი 5 - გიორგი ჯავახია და ნომერი 6 - ბექა საღინაძე, მარქაფაში კი გიორგი ქართველიშვილი იყო. მატჩის პირველ ტაიმში მასპინძლებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს ანგარიშით 20:8. საწყის წუთებში პირველი ქართული ლელო დაიდო, ლელოს ავტორი გიორგი ჯავახია იყო. ლელო ვინსენტმა გარდასახა. მატჩის 22 წუთზე კი, "ორიაკის" ბრწყინვალე მოლს ლუკა ნიორაძე მოწყდა და ლელო დადო. 20 წლის ქართველმა მორაგბემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.  

სხვა სტატიები