Belive

20 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩის შემდგომი პირველი კომენტარი

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ მატჩის შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა. "რუსთავი 2"-თან საუბარში ილია მაისურაძემ აღნიშნა, რომ ზელანდიელთა სისწრაფეების მომატებამ დაცვაში პრობლემები შექმნა.
"შერკინებაში ჩვენ ველოდებოდით, რომ უპირატესობა გვექნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი შერკინება მატჩში არ იყო. თამაშის აჩქარების შედეგად უმეტესად სულ დაცვაში მოგვიწია ყოფნა და ფიზიკურად ვეღარ გავუძელით" - განაცხადა მაისურაძემ.
მან მომავალ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან იქნება.
"სამხრეთ აფრიკას მოლი უნდა დავუჭიროთ. მათი თამაში შერკინებაზეა აწყობილი. სერიზულად ვემზადებით. რაც შარშან დავმარცხდით, მას შემდეგ მათთან სათამაშოდ ვემზადებით" - აღნიშნა ილია მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან 45:13 დამარცხდა. ჯგუფის მეორე შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 8 ივნისს გამართავენ. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები