ბორჯღალოსნების მატჩებისთვის მსაჯების ვინაობა ცნობილია

489
ნახვა

ახლოვდება ნოემბრის ტესტ-მატჩები რაგბში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები (ბორჯღალოსნები) 3 მატჩს გამართავს. დღეს ოფიციალურად გაირკვა ტესტ-მატჩების არბიტრები, რომლებიც მატჩებს გაუძღვებიან.

გთავაზობთ იტალია – საქართველოს მატჩის არბიტრებს.

იტალია – საქართველოს მატჩს, რომელიც 10 ნოემბერს ფლორენციაში შედგება, ახალ ზელანდიელი გლენ ჯექსონი გაუძღვება. გლენ ჯექსონი პროფესიონალი მორაგბე იყო და იგი ერთ-ერთი ყველა ცნობილი გუნდის “სარასენსის” ყველა დროის საუკეთესო მექულეა. იგი 2006/2007 წლებში წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, მის ანგარიშზე 428 ქულა იყო. ახალ ზელანდიელმა ვეტერანმა მორაგბემ, მსაჯობა 2010 წელს დაიწყო და მისი დებიუტი 2011 წელს სუპერ რაგბიში შედგა. მისი დებიუტი მსაჯობის რანგში 2011 წელს შედგა, სადაც ინგლისისა და ფიჯის მატჩს უმსაჯა. მისი კარიერული პიკი 2015 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე და 2016 წლის სუპერ რაგბის ფინალში მსაჯობა იყო. გლენ ჯოქსონი პროფესიონალ დონეზე უკვე მე-8 სამსაჯო სეზონს ატარებს და 10 ნოემბერს იტალია – საქართველოს მატჩს გაუძღვება. მისი ასისტენტები კი ირლანდიელი ფრენკ მარფი და იაპონელი შუჰეი კუბო იქნებიან.

საქართველი – სამოა (2018 წლის 17 ნოემბერი) 

ბორჯღალოსნები 17 ნოემბერს შინ პირველ ტესტ-მატჩს გამართავენ. მატჩის მთავარი არბიტრი კი ინგლისელი კარლ დიკსონი იქნება. კარლ დიკსონი საკმაოდ წარმატებული მორაგბე იყო, თუმცა მას ეროვნულ ნაკრებში არასდროს არ უთამაშია. მისი სამსაჯო კარიერა 2014 წელს დაიწყო, სადაც მან ინგლისის ერთ-ერთი კოლეჯის 7 კაცა რაგბის მატჩში იმსაჯა. 2015 წელს, იგი საუკეთესო ინგლისელი მსაჯების ნომინაციაზე მე-10 ადგილზე გავიდა.  2017 წელს კი მისი დებიუტი შედგა ავივა პრემიერშიპში, სადაც “ლონდონ აირიშის”  და “რიჩმონდის” მატჩში იმსაჯა. ბოლოს კი მან წლევანდელ 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იმსაჯა. იგი “ჰარლექუინის” მოთამაშე მრავალი წლის განმავლობაში იყო და მის შემადგელობაში 200-ზე მეტი მატჩის ჩატარება მოახერხა. აქვე უნდა ითქვას, რომ ინგლისელი კარლ დიკსონი ცოტა გამოუცდელია და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოსა და სამოას მატჩში შეცდომებს არ დაუშვებს. კარლის ასისტენტები უელსელი ბენ ვეითჰაუსი და შოტლანდიელი სემ-გროუ ვაითი იქნებიან.

საქართველო – ტონგა (2018 წლის 24 ნოემბერი)

ნომებრის ბოლო ტესტ-მატჩს, ბორჯღალოსნები 24 ნოემბერს შინ, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ტონგელების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩის მთავარი არბიტრი, ფრანგი მეთიუ რეინელი იქნება. მეთიუ ძალიან გამოცდილი არბიტრია, მან მსაჯობა 2001 წელს დაიწყო. სამსაჯო კარიერის დასაწყისში, იგი აქტიურად მსაჯობდა საფრანგეთის რანგით დაბალ ჩემპიონატებში: ფედერალ 3, ფედერალ 2, ფედერალ 1-ში. შემდეგ მას PRO D2-ის მატჩები მიანდეს. მისი პირველი პროფესიონალური მსაჯობა 2006-2007 წლების სეზონში TOP 14-ში შედგა, სადაც მან “ტულონისა” და “გრენობლის” მატჩში იმსაჯა. 2007 წელს კი იგი TOP 14-ის საუკეთესო მსაჯად დასახელდა. მან 2011 წელს,  U20 მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები იმსაჯა (იტალია – არგენტინა; სამხრეთ აფრიკა – შოტლანდია; ტონგა – შოტლანდია). მისი სამსაჯო დებიუტი სანაკრებო თამაშებში 2010 წელს შედგა, სადაც მან მალტა-ნიდერლანდების მატჩში იმსაჯა. შემდეგ კი უმაღლეს დონეზე 2012 წელს ტესტ-მატჩი შოტლანდია-სამოაში იმსაჯა. შოტლანდია-სამოას მატჩის შემდეგ 1 კვირაში, მას ინგლისისა და ავსტრალიის ტესტ-მატჩი ამსაჯეს. 2013 წლის 8 მარტს, “მონპელიესა” და “რასინგ 92”-ის მატჩის მიმდინარეობისას, რომსაც თვითონ ფრანგი მსაჯი მსაჯობდა, მატჩის 56-ე წუთზე მას ორი მორაგბე შეეჯადა და უმძიმესად დაშავდა. მას თითქმის 1 წლის გამოტოვება დასჭირდა და 2014 წლის 8 თებერვალს დაბრუნდა, სადაც “მონპელიესა” და “ტულუზას” მატჩში იმსაჯა.

(489)

ბორჯღალოსნების მატჩებისთვის მსაჯების ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-