კრის ეშტონს ინგლისის ნაკრებში 4 წლიანი პაუზის შემდეგ უხმეს

87
ნახვა

ინგლისის ნაკრების ყოფილი და ახლა უკვე მოქმედი მორაგბე, კრის ეშტონი, ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. კრის ეშტონმა ბოლოს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 2014 წელს ითამაშა. 

31 წლის ინგლისელ მორაგბეს ეროვნულ ნაკრებში ედი ჯონსმა დაუძახა და ნაკრების გაფართოვებულ 44 კაციან შემადგენლობაში მოხვდა. შარშან, მან  ფრანგული “ტულონის” შემადგენლობაში ფენომენალური სტატისტიკა აჩვენა. 30 მატჩი 130 ქულია მოაგროვა და 2017/18  სეზონის, TOP 14-ის საუკეთესო მორაგბე გახდა. 2018 წლის ივლისში, იგი ინგლისის ჩემპიონატში (ავივა პრემერშიფში) დაბრუნდა, რადგან როგორც მან განაცხადა, ეროვნული ნაკრების კვართის მორგება კვლავ სურდა.

დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჯონსმა, კრის ეშტონზე ისაუბრა: “კრისს, 31 წლის ასაკშიც შეუძლია ძალიან ლამაზი და სანახაობრივი თამაშის ჩვენება. იგი ჩვენს ნაკრებს ძალიან დაეხმარება და ვიმედოვნებ, რომ  ძირითად შემადგენლობაში თავს დაიმკვირდებს”.

შეგახსენებთ, რომ კრის ეშტონმა 2018 წლის “ბარბაროსებშიც” (წლის საუკეთესო 15-ეული) ითამაშა.

 

 

(87)

კრის ეშტონს ინგლისის ნაკრებში 4 წლიანი პაუზის შემდეგ უხმეს

სტატიის ავტორი
-