ქართველი მსაჯი კონტინენტის ფარზე და ნოემბრის ტესტებზე

282
ნახვა

ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი ოქტომბერსა და ნოემბერში საერთაშორისო საკლუბო და სანაკრებო მატჩებს იმსაჯებს. მან მიწვევა ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ასოციაციიდან და მსოფლიო რაგბისგან მიიღო.

ამაშუკელი 20 ოქტომბერს, ბრიუსელში ბელგიელი ბარბაროსები XV-ისა და იტალიური ‘პეტრარკას’ მატჩს განსჯის.

აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ამაშუკელი მსოფლიო რაგბის მიწვევით ნოემბრის ტესტ-მატჩზე იმსაჯებს. 24 ნოემბერს რუსეთისა და იაპონიის ნაკრებები ინგლისში, კერძოდ გლოსთერში, „კინგსთომ სთედიუმზე“ ითამაშებენ და ცენტრალური მსაჯი ცნობილი ფრანგი რეფერი ჟერომ გარსეზი იქნება, ხოლო ამაშუკელი მას კიდიდან დაეხმარება. ნიკას საერთაშორისო, სანაკრებო დონეზე, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრაში პირველად ვიხილავთ.

(282)

ქართველი მსაჯი კონტინენტის ფარზე და ნოემბრის ტესტებზე

სტატიის ავტორი
-