Belive

2019 წლის მსოფლიო თასის 4 შესაძლო სენსაცია

4 წლის წინ რაგბი
5 წთ
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 1 თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი. რაგბის მსოფლიო თასი სტარტს 20 სექტემბერს აიღებს და 2 ნოემბერს დასრულდება. მსოფლიო რაგბის მოყვარულები ვარაუდობენ, რომ 2019 წლის იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასი ერთ-ერთი გამორჩეული იქნება დაძაბულობისა და თანაბარი თამაშის თვალსაზრისით.

მსოფლიო თასის ჯგუფები:

გთავაზობთ 4 სენსაციას, რომელიც შესაძლოა 2019 წლის მსოფლიო თასზე ვიხილოთ.

#1 იაპონიამ დაამარცხოს ირლანდია

ირლანდიისა და იაპონიის ნაკრებები, 2019 წლის იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასის A ჯგუფში, შოტლანდიის, რუსეთისა და სამოას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. გარდა იმისა, რომ იაპონია ამ გრანდიოზული ტურნირის მასპინძელია, მათ მსოფლიო თასის წინ ბრწყინვალე მატჩები ჩაატარეს წყნარი ოკეანის ქვეყნების ტურნეზე, სადაც ჯერ ფიჯი 21:34 გაანადგურეს, ხოლო შემდეგ კი ტონგა 7:41. ბოლო წლების განმავლობაში იაპონიის ნაკრების განვითარება თვალშისაცემია, მათ აქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტემპი და სისწრაფეები. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის ნაკრებმა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს პირველი ნაკრები ახალ ზელანდია 3-ჯერ დაამარცხა და 6 ერის ტიტული მოიპოვა, მაინც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მასპინძლები (იაპონელები) ბრიტანელებს დაამარცხებენ. იაპონიისა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა 28 სექტემბერს, თბილისის დროით 11:15 საათზე შედგება. 

#2 საქართველომ დაამარცხოს ფიჯი

საქართველოსა და ფიჯის ეროვნული ნაკრებები D ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. საქართველოში ამ მატჩზე დიდი მოლოდინებია, რაგბის ქართველი მოყვარულები პროგნოზირებენ, რომ "ბორჯღალოსნებმა" შესაძლოა "მფრინავი ფიჯელები" დაამარცხონ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ძლიერად არის მომზადებული, ფიჯის ნაკრები ჩვენთან მატჩში მაინც ფავორიტად არის მიჩნეული. საქართველოსა და ფიჯისათვის სამწუხაროდ, მატჩს არც ერთი მათგანი საკუთარ კედლებში არ მართავს. ზუსტად ამიტომ, ამ დაპირისპირების უყურადღებოდ დატოვება არ ღირს. საქართველოს უკანასკნელმა წარმატებამ ევროპის ერთა თასზე და ასევე ტონგასა და სამოას დამარცხებამ ხაზი გაუსვა, რომ ბორჯღალოსნები არ მიეკუთვნებიან მეორე ეშელონის იმ ქვეყანას, რომელთანაც ვინმე იოლად გაისეირნებს. იმის გათვალისწინებით, რომ "ბორჯღალოსნებს" უკანა ხაზში არ ექნებათ უპირატესობა, მათ მატჩზე მჭიდრო კონტროლი უნდა მოახდინონ. რაც შეეხებათ ფიჯელებს, მათი ერთ-ერთი უდიდესი ნაკლი დისციპლინა და დაშვებული შეცდომებია, რაც მათ მატჩში ხშირად გარდამტეხი ხდება. ხელით დაშვებულმა შეცდომებმა და დისციპლინამ გვაჩვენა, რომ თუ ფიჯი არ გამოასწორებს ამ შეცდომებას და არ დახვეწს დისციპლინას, მათ საქართველოსთან დიდი პრობლემა შეექმნებათ. საქართველოსა და ფიჯის ნაკრების დაპირისპირება 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე შედგება. 

#3 კანადამ დაამარცხოს ნამიბია

ეს პროგნოზი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სანდოა, თუმცა მისაღები. კანადა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება. ოდესღაც იმედის მომცემი მეორე ეშელონის ქვეყანა უშედეგოდააა გამარჯვების მოლოდინში, ხოლო რაც შეეხება ნამიბიას, საპირისპიროდ, ნამიბიამ, რომელიც გაცილებით უფრო მცირე კონკურენციის ქვეშ იმყოფება 2016 წლიდან საკმაოდ დააგროვა მოგებები. სინამვილეში ამ შესაძლო სენსაციის მთავარი მიზეზი შესაძლოა ის გახდეს, თუ რა ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება კანადა უკანასკნელ წლებში. კანადისა და ნამიბიის ნაკრებების დაპირისპირება 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 07:15 საათზე შედგება. 

#4 C-ჯგუფის ძალთა თანაფარდობა

C ჯგუფი "სიკვდილის ჯგუფის" სახელითაა ცნობილი. პირველი ეშელონის სამი ქვეყანა პლეი-ოფში გამსვლელი ორი ადგილისათის იბრძოლებს. ესენი არიან ინგლისი, საფრანგეთი და არგენტინა, ხოლო რაც შეეხება ამერიკასა და ტონგას, ისინი ნამდვილად ვერ შეძლებენ ჯგუფიდან გასვლას და ამ მხრივ საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ ერთი გამარჯვება პირველი ეშელონის რომელიმე ნაკრებთან, სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. ჯერ ჯერობით ტონგა არ გამოიყურება ისე, რომ ეს შეძლოს, მაგრამ აშშ განვითარებას განაგრძობს და რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვებით (კანადა, სამოა, შოტლანდია) საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა. აშშ-ს მიერ ინგლისის დამარცხება უტოპიის ტოლფასია, მაგრამ გამარჯვებას არგენტინის ან საფრანგეთის წინააღმდეგ აქვს არსებობის უფლება.  

სხვა სტატიები