Belive

2021 წლის საუკეთესო მორაგბე ქართველი დიზაინერის სამოსით

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
World Rugby-ს 2021 წლის საუკეთესო მორაგბე - ანტუან დუპონი, ფრანგული GQ-ს ყდაზე Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას "ოტ კუტიურ კოლექციის" სამოსით წარსდგა. ცნობილი ჟურნალის თანახმად, დუპონმა საკუთარი კომფორტის ზონა დაარღვია და სპორტული სამყაროს მიღმა, საუკეთესო მოდაში შეაბიჯა. ფოტოსესიაში, ანტუან დუპონი არამარტო Balenciaga-ს, არამედ მსოფლიო მოდის წამყვანი ბრენდების სამოსით პოზირებდა. შეგახსენებთ, 2021 წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულისათვის მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), ანტუან დუპონი (საფრანგეთი), მარო იტოჯე (ინგლისი/ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) და სამუ კერევი (ავსტრალია) იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ანტუან დუპონი პირველი ფრანგია, რომელიც წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა – 2011 წელს, აღნიშნული ჯილდო ტიერი დუსატუარს ერგო.
"ტიერი დუსატუარის (2011) შემდეგ, ანტუან დუპონი პირველი ფრანგი მორაგბეა, რომელიც უპრესტიჟულეს ინდივიდუალურ ჯილდოს დაეუფლა. დუპონი სწრაფად განვითარებადი, ახალგაზრდული ფრანგული გუნდის მთავარი გმირია, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე უნდა გაიბრწყინოს. 25 წლის დუპონს მატჩის მსვლელობის კითხვა ბრწყინვალედ შეუძლია და გასაოცარი ტექნიკითაა დაჯილდოვებული. 6-ერის 2021 წლის გათამაშებაზე, დუპონმა სამი ლელო გაიფორმა – "შემოდგომის ერთა სერიის" ეგიდით გამართულ ტესტ-მატჩებში იგი საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კაპიტნობდა და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა", – აღნიშნულია World Rugby-ს განცხადებაში.

GQ156_dupont

 






 

სხვა სტატიები