Belive

4 ერი ავსტრალიის განადგურებით დაიწყო

4 წლის წინ რაგბი
3 წთ
რამდენიმე წუთის წინ  დასრულდა 4 ერის პირველი ტურის გახსნითი მატჩი, სადაც სამხრეთ აფრიკამ ავსტრალიის ნაკრები 35-17 დაამარცხა. მატჩის საწყის წუთებში ავსტრალიელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა. მატჩის მე-10 წუთზე სამხრეთ აფრიკელმა ცხრიანმა - ჰერშელნ იანტისმა 4 ერის პირველი ლელო დადო, რომელიც მისმა მოგვარემ ელტონ იანტისმა გარდასახა და ანგარიში 7:0 გახადა. მატჩის მე-15 წუთზე მასპინძლები დაჯარიმდნენ და სტუმართა 10-იანმა ბერნარდ ფოულიმ სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა (7:3). კვლავ მასპინძლები დაეუფლნენ უპირატესობას და მატჩის 23 წუთზე მასპინძელთა  მეორე ხაზელმა ლოდ დე იახერმა ლელო დადო, რომელიც კვლავ ელტონ იანტისმა გარდასახა და სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა (14:3). დარჩენილ დროში სტუმრები გააქტიურდნენ, რასაც მათი ფრთის (14 ნომრის), დენ ჰეილეტ პეტის ლელო მოჰყვა, რომელიც მატჩის 28-ე წუთზე გავიდა. ამის შემდეგ საინტერესო აღარაფერი მომხდარა და პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 14:10 დასრულდა.  მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად კვლავ მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. ამ აქტიურობას ჯერ ავსტრალიელი მორაგბის 10 წუთით დასვენება, ხოლო შემდეგ კი ლელო მოჰყვა, რომელიც მატჩის 55 წუთზე ფრთის მოთამაშე - სიბუსისო ნკოსიმ  (14 ნომერი) გაიტანა. ლელო კვლავ წარმატებით გარდასახა ელტონ იანტისმა და ანგარიში 21:10 გახადა. დარჩენილ დროში სტუმრები ძალიან გააქტიურდნენ, თუმცა შეცდომის შედეგად მასპინძლებს ბურთი ხელში ჩაუვარდათ და ლელო დადეს. ლელოს ავტორი კვლავ ჰერშელ იანტისია, რომელმაც დუბლი შეასრულა. იანტისის ლელო მეორე იანტისმა გარდასახა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა (28:10). სტუმრებს სხვა შანსი აღარ ჰქონდათ და მთელი გუნდით ძალიან სახიფათოდ უტევდნენ, რასაც ლელო მოჰყვა. ამჯერად ლელოს ავტორი მგეზავი (10 ნომერი) - ბერნარდ ფოული გახდა, რომელიც თავად გარდასახა (28:17). მატჩის დასრულებამდე სტუმრები უტევდნენ და ლელოს გატანის შემთხევაში მაინც მარცხდებოდნენ, თუმცა მატჩი მასპინძელთა მორიგი მე-5 ლელოთი დასრულდა, რომლის ავტორიც ცვლილებაზე შემოსული - კობუს რეინაჩი გახლდათ. ეს ლელოც წარმატებით გარდასახა ელტონ იანტისმა და საბოლოო ანგარიში 35:17 დააფიქსირა.

სხვა სტატიები