Belive

6 ერი - ინგლისი შოტლანდიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

2022 წლის 6 ერის ჩემპიონატი 5 თებერვალს აიღებს სტარტს. პირველი ტურის უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, შოტლანდია ინგლისს უმასპინძლებს. “ნარშავებისა” და “ვარდების” დაპირისპირება 5 თებერვალს, “მარიფილდზე”, თბილისის დროით 20:45 საათზე გაიმართება. 2021 წლის 6 ერის ჩემპიონატის შეხვედრაში, ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ლეგენდარულ "ტვიქენჰემზე" შოტლანდიასთან სენსაციურად დამარცხდა (6:11) და ახლა რევანშის ასაღებად ემზადება. "ვარდების" მთავარმა მწვრთნელმა - ედი ჯონსმა, შოტლანდიის წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა. ედი ჯონსის გადაწყვეტილებით, ოუენ ფარელის არყოფნაში, ინგლისის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ტომ ქარი უკაპიტნებს.


111

სხვა სტატიები