Belive

6 ერი – ირლანდია უელსის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

2022 წლის 6 ერის ჩემპიონატი 5 თებერვალს აიღებს სტარტს. პირველი ტურის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ირლანდია უელსს უმასპინძლებს. “სამყურებისა” და “დრაკონების” დაპირისპირება 5 თებერვალს, “ავივაზე”, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება. ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ენდი ფარელმა 2021 წლის 6 ერის ჩემპიონატის გამარჯვებულის წინააღმდეგ უძლიერეს შემადგენლობას უხმო. ფარელის 23-კაციან განაცხადში 1 დებიუტანტი - მაკ ჰანსენი მოხვდა.


Untitled

სხვა სტატიები