Belive

6 ერი | იტალია უელსის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

2022 წლის 6 ერის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი – უელსი იტალიას დაუპირისპირდება. “დრაკონებისა” და “აძურის” მატჩი 19 მარტს, თბილისის დროით 18:15 საათზე შედგება. აღსანიშნავია, რომ იტალიასთან გასამართი დაპირისპირება დენ ბიგარისა და ალუნ ვინ ჯონსისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბიგარი კეპს მე-100 შეხვედრაში მოიხვეჭს და ცენტურიონთა კლუბს შეუერთდება, ხოლო სახელოვანი ალუნ ვინ ჯონსი უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მაისურით 150-ე მატჩს გამართავს. უელსთან გასამართი მატჩის წინ, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – კირან ქროულიმ “აძურის” შემადგენლობა დაასახელა.

Untitled

სხვა სტატიები