Belive

6 ერი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი საფრანგეთში დამარცხდა

4 წლის წინ რაგბი
2 წთ
რამდენიმე წუთის წინ, 6 ერის პირველი ტურის ბოლო მატჩი "სტად ფრანსზე" დასრულდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ - ინგლისს უმასპინძლა და 24:17 დაამარცხა. მასპინძლებმა დიდებული პირველი ტაიმი ჩაატარეს. მატჩის პირველი ლელო მე-5 წუთზე ფრანგმა 11-მა ნომერმა - ვინსენტ რატეზმა დადო, რომელიც ნტამაკმა გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. მე-15 წუთზე ფრანგთა მგეზავმა - ნტამაკმა ჯარიმა გაიტანა და მასპინძელთა უპირატესობა 10 ქულადე გაზარდა (10:0). მატჩის მე-19 წუთზე ფრანგთა 7-იანმა - ჩარლს ოლივონმა სტუმართა ჩათვლის მოედანში მეორე ლელო დადო და ანგარიში გამანადგურებელი გახადა (15:0), რომელიც ნტამაკმა გარდასახა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 17:0 დააფიქსირა. მეორე ტაიმიც მასპინძლების აქტიურობით დაიწყო, რომელიც ანგარიშზეც აისახა. მატჩის 54-ე წუთზე ჩარლს ოლივონმა დუბლი შეასრულა და ინგლისელები თითქმის უშანსოდ დარჩნენ. ამ ლელოს 2 წუთში ლელოთი უპასუხა ინგლისელთა ფრთის მოთამაშე - ჯონი მეიმ და სხვაობა 17 ქულამდე შეამცირა (24:7). 64-ე წუთზე კი კვლავ ჯონი მეიმ იყოჩაღა და დუბლი შეასრულა. სხვაობა 10 ქულამდე შემცირა (24:14), თუმცა დრო უფრო და უფრო ცოტა რჩებოდა მატჩის დასრულებამდე. საბოლოოდ, გაწითლებულ დროზე ფრანგები დაჯარიმდნენ, ინგლისელებმა კარში დაარტყეს და 7 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბონუს 1 ქულა მოიპოვეს. ტაბლოზე კი საბოლოო ანგარიში 24:17 დაფიქსირდა.

სხვა სტატიები