Belive

6 ერი | ყველაფერი მეხუთე ტურის შესახებ

3 წლის წინ რაგბი
7 წთ
6 ერის 2021 წლის გათამაშების უკანასკნელი ტური საკმაოდ დიდი ინტრიგითაა განმსჭვალული. ჩემპიონატის დაწყებამდე ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ უელსს ტურნირის გრანდ სლემით მოგების შანსი ექნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში საფრანგეთი უელსთან დამარცხდება უელსელი "დრაკონები" 6 ერის 2021 წლის გათამაშებას გრანდ სლემით მოიგებენ. უკანასკნელი ტურის მატჩები 20 მარტს გაიმართება. თბილისის დროით, 18:15 საათზე შოტლანდია აუტსაიდერ იტალიას უმასპინძლებს და ტურნირის მაჟორულ ნოტაზე დასრულებას შეეცდება. თბილისის დროით, 20:45 საათზე კლასიკურ ბრიტანულ დაპირისპირებაში, ირლანდია ინგლისს შეერკინება. ტურის ცენტრალური მატჩი, 23:59 საათზე დაიწყება, რომელშიც საფრანგეთი უელსს დაუხვდება - აღნიშნულ მატჩში შესაძლოა ჩემპიონის ვინაობა გახდეს ცნობილი.

20 მარტი, 18:15 საათი, "მერიფილდი" შოტლანდია - იტალია 


111

შოტლანდიისა და იტალიის დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსით მასპინძლები სარგებლობენ. შოტლანდიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ფინ რასელი გამოაკლდა, თუმცა მის ადგილს არანაკლებ სახელოვანი სტიუარტ ჰოგი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ იტალიელებმა 6 ერზე უკანასკნელი გამარჯვება სწორედ, რომ შოტლანდიის წინააღმდეგ მოიპოვეს. "სკოტების" დამარცხების შემდეგ, იტალიას კატასტროფული წაგებათა სერია აქვს. შოტლანდია: 15. შონ მეიტლანდი, 14. დარსი გრემი, 13. ჰიუ ჯონსი, 12. სემ ჯონსონი, 11. დუან ვან დერ მერვე, 10. სტიუარტ ჰოგი (კ), 9. სკოტ სტილი, 1. რორი სათერლენდი, 2. დეივ ჩერი, 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. სემ სკინერი, 5. გრანტ გილკრისტი, 6. ჯეიმი რიჩი, 7. ჰემიშ უოტსონი, 8. მეტ ფაგერსონი მარქაფა: 16. ჯორჯ ტარნერი, 17. ჯეიმი ბატი, 18. საიმონ ბერგანი, 19. ალექს კრეიგი, 20. ნიკ ჰეინინგი, 21. ალი პრაისი, 22. იაკო ვან დერ ვალტი, 23. კრის ჰარისი იტალია: 15. ედოარდო პადოვანი, 14. მატია ბელინი, 13. ხუან იგნასიო ბრექსი, 12. ფედერიკო მორი, 11. მონტანა იოანე, 10. პაოლო გარბისი, 9. სტეფან ვარნი, 1. დანილო ფისკეტი, 2. ლუკა ბიჯი (კ), 3. მარკო რიკიონი, 4. ნიკოლო ქანონე, 5. ფედერიკო რუზა, 6. სებასტიან ნეგრი, 7. იოან მეიერი, 8. მიჩელე ლამარო მარქაფა: 16. ჯანმარკო ლუჩესი, 17. ანდრეა ლოვოტი, 18. ჯოშუე ზილოჩი, 19. რიკარდო ფავრეტო, 20. მაქსიმ მბანდა, 21. მარსელო ვიოლი, 22. კარლო ქანა, 23. მარკო ზანონი

20 მარტი, 20:45 საათი, "ავივა" ირლანდია - ინგლისი



6 ერის 2021 წლის გათამაშების უკანასკნელ ტურში ტრადიციული ბრიტანული დაპირისპირება შედგება. "ავივაზე" ირლანდია ინგლისის დამარცხებას შეეცდება. საწყის ორ ტურში განცდილი მარცხების შემდეგ, ირლანდიამ ზედიზედ ორი გამარჯვება და უკანასკნელ ტურს ამაღლებული განწყობით ხვდება. ყველასათვის მოულოდნელად, "სამყურების" ერთ-ერთმა ლიდერმა სი ჯეი სტანდერმა მოულოდნელი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 6 ერის უკანასკნელი ტურის შემდეგ, სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ირლანდიას დისკვალიფიცირებული პიტერ ო'მაჰოუნი დაუბრუნდა, რომელიც მარქაფაშია და მორიგ შანსს მოუთმენლად ელის. ირლანდია: 15. ჰუგო კინანი, 14. კიტ ერლსი, 13. რობი ჰენშოუ, 12. ბანდი აკი, 11. იაკობ სტოკდეილი, 10. ჯონათან სექსტონი (კ), 9. კონორ მარი, 1. დეივ კილკოინი, 2. რობ ჰერინგი, 3. ტად ფურლონგი, 4. იაინ ჰენდერსონი, 5. ტად ბირნი, 6. სი ჯეი სტანდერი, 7. ჯოშ ვან დერ ფლიერი, 8. ჯეკ ქონანი მარქაფა: 16. რონან კელეჰერი, 17. კიან ჰილი, 18. ენდრიუ პორტერი, 19. რაიან ბეირდი, 20. პიტერ ო'მაჰოუნი, 21. ჯემისონ გიბსონ-პარკი, 22. ბილი ბარნსი, 23. ჯორდან ლარმური ინგლისი: 15 მაქს მალინსი, 14. ენტონი უოტსონი, 13. ელიოტ დეილი, 12. ოუენ ფარელი (კ), 11. ჯონი მეი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგსი, 1. მაკო ვუნიპოლა, 2. ლუკ კოვან-დიკი, 3. კაილ სინკლერი, 4. მარო იტოჯე, 5. ჩარლი ეველსი, 6. მარკ უილსონი, 7. ტომ ქარი, 8. ბილი ვუნიპოლა მარქაფა: 16. ჯეიმი ჯორჯი, 17. ელის გენჯი, 18. უილ სტიუარტი, 19. ჯონი ჰილი, 20. ბენ ერლი, 21. დენ რობსონი, 22. ოლი ლოურენსი, 23. ჯო მარშანი

20 მარტი, 23:59 საათი, "სტად დე ფრანსი" საფრანგეთი - უელსი



6 ერის 2021 წლის გათამაშების უკანასკნელი ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელმაც შესაძლოა ჩემპიონის ბედი გადაწყვიტოს. ბრწყინვალედ მოასპარეზე უელსი მორიგი გამარჯვების მოპოვებას და ტურნირის გრანდ სლემით დასრულებას შეეცდება, თუმცა ამისათვის "დრაკონებმა" ასევე ბრწყინვალედ მოასპარეზე და ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი უნდა დაამარცხონ. მატჩის წინ ფრანგები გაცილებით უფრო რთულ სიტუაციაში არიან, უელსის დამარცხების შემთხვევაში, საფრანგეთს გადადებულ შეხვედრაში შოტლანდიის დამარცხებაც მოუწევს - აღსანიშნავია, რომ ფრანგებს ორივე შეხვედრაში ბონუს ქულით გამარჯვება მართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჩემპიონი უელსი გახდეს. საფრანგეთი: 15. ბრის დულინი, 14. ტედი ტომასი, 13. ვირიმი ვაკატავა, 12. გაელ ფიკუ, 11. დამიან პენო, 10. მატიე ჟალიბერი, 9. ანტუან დუპონი, 1. სირილ ბაილი, 2. ჟულიენ მარშანი, 3. მოჰამედ აუასი, 4. რომან ტაოფიფენუა, 5. პოლ ვილემსე, 6. დილან კრეტინი, 7. შარლზ ოლივონი (კ), 8. გრეგორი ალდრიტი მარქაფა: 16. კამილ შა, 17. ჟან-ბაპტისტ გროსი, 18. უინი ატონიო, 19. სვენ რებაჯი, 20. ენტონი ჟელონში, 21. ბაპტისტ სერინი, 22. რომან ნტამაკი, 23. არტუნ ვინსენი უელსი: 15. ლიამ უილიამსი, 14. ლუის რის-ზემიტი, 13. ჯორჯ ნორსი, 12. ჯონათან დევისი, 11. ჯოშ ადამსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეტ დევისი, 1. უინ ჯონსი, 2. კენ ოუენსი, 3. ტომას ფრენსისი, 4. ადამ ბერდი, 5. ალუნ ვინ ჯონსი (კ), 6. ჯოშ ნავიდი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. ტაულუპე ფალეტაუ მარქაფა: 16. ელიოტ დი, 17. ნიკი სმიტი, 18. ლეონ ბრაუნი, 19. კორი ჰილი, 20. ჯეიმს ბოტამი, 21. ტომოს უილიამსი, 22. კალუმ შიდი, 23. უილის ჰალაჰოლო

სხვა სტატიები