Belive

6 ერი | ყველაფერი მესამე ტურის შესახებ

3 წლის წინ რაგბი
6 წთ
6 ერის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში ორი განსაკუთრებით საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. სამწუხაროდ, "ლე ბლეს" ბანაკში კორონავირუსის შემთხვევების ჭარბი რაოდენობის გამო, საფრანგეთისა და შოტლანდიის მატჩი გადაიდო. ტურის გახსნით შეხვედრაში იტალია ირლანდიას უმასპინძლებს. დღის ბოლოს, უელსი ინგლისის დამარცხებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ განვლილი 2-ტურის შემდეგ მხოლოდ უელსი და საფრანგეთი არიან დაუმარცხებელი.

27 თებერვალი, 18:15 საათი, "სტადიო ოლიმპიკო" იტალია - ირლანდია 



მესამე ტურის პირველ შეხვედრაში იტალია ირლანდიას დაუპირისპირდება. იტალია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია 6 ერის უპირობო აუტსაიდერად ითვლება, ირლანდიის წინააღმდეგ გასამართი მატჩი მორიგი გამოცდაა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ორ ტურში ირლანდიამ დასანანი მარცხი იწვნია და საჩემპიონო შანსები პრაქტიკულად აღარ აქვს - მესამე ტურის შეხვედრაში ფავორიტად სწორედ "სამყურები" სახელდებიან. იტალია: 15. ჯაკოპო ტრულა, 14. ლუკა სპერანდიო, 13. იგნასიო ბრექსი, 12. კარლო ქანა, 11. მონტანა იოანე, 10. პაოლო გარბისი, 9. სტეფან ვარნი, 1. ანდრეა ლოვოტი, 2. ლუკა ბიჯი (კ), 3. მარკო რიკიონი, 4. მარკო ლაზარონი, 5. დავიდ სისი, 6. სებასტიან ნეგრი, 7. იოან მეიერი, 8. მიჩელე ლამარო. მარქაფა: 16. ჯანმარკო ლუჩესი, 17. შერიფ ტრაორე, 18. ჯოშუე ზილოჩი, 19. ნიკოლო ქანონე, 20. მაქსიმ მბანდა, 21. კალუმ ბრეილი, 22. ფედერიკო მორი, 23. მატია ბელინი. ირლანდია: 15. ჰუგო კინანი, 14. ჯორდან ლარმური, 13. გარი რინგროუზი, 12. რობი ჰენშოუ, 11. ჯეიმს ლოუი, 10. ჯონათან სექსტონი (კ), 9. ჯემისონ გიბსონ პარკი, 1. დეივ კილკოინი, 2. რონან კელეჰერი, 3. ტად ფურლონგი, 4. იან ჰენდერსონი, 5. ჯეიმს რაიანი, 6. ტად ბირნი, 7. უილ კონორსი, 8. სი ჯეი სტანდერი. მარქაფა: 16. რობ ჰერინგი, 17. კიან ჰილი, 18. ენდრიუ პორტერი, 19. რაიან ბეირდი, 20. ჯეკ ქონანი, 21. კრეიგ კეისი, 22. ბილი ბარნსი, 23. კიტ ერლსი.

27 თებერვალი, 20:45 საათი, "პრინსიპალიტი" უელსი - ინგლისი



კარდიფში, "პრინიპალიტიზე" გასამართი მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს. 2-ტურის განმავლობაში დაუმარცხებელ უელსს მორიგი გამოცდის ჩაბარება ინგლისის წინააღმდეგ მოუწევს. ედი ჯონსის გაწვრთნილი ინგლისი, მარცხის შემთხვევაში საჩემპიონო შანსებს პრაქტიკულად დაკარგავს. ინგლისის წინააღმდეგ გასამართი მატჩი, ჯორჯ ნორსისთვის გამორჩეულია - ნორსი მსოფლიო რაგბის ისტორიაში გახდება ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე (28 წლის), რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ექნება ჩატარებული. ამ ფაქტის შესახებ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე უელსის ნაკრების თავკაცმა – უეინ პივაკმა ისაუბრა: “შაბათი ღირშესანიშნავი დღეა ჯორჯისთვის, მისი ასაკისთის ეს იდეალური მიღწევაა”.  ჯორჯ ნორსს, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2010 წლის 13 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც სადებიუტო მატჩში თავი 2 ლელოთი გამოიჩინა. ამ გატანილი ლელოებით, იგი გახდა უელსის რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ლელო დადო (18 წლის და 214 დღის). ჯორჯ ნორსს, აქამდე ჩატარებულ 99 მატჩში თავი ლელოთი 42-ჯერ აქვს გამოჩენილი. უელსი: 15. ლიამ უილიამსი, 14. ლუის რის-ზამიტი, 13. ჯორჯ ნორსი, 12. ჯონათან დევისი, 11. ჯოშ ადამსი, 10. დენ ბიგარი, 9. კირან ჰარდი, 1. ვინ ჯონსი, 2. კენ ოუენსი, 3. ტომოს ფრენსისი, 4. ადამ ბერდი, 5. ალუნ ვინ ჯონსი (კ), 6. ჯოშ ნავიდი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. ტაულუპე ფალეტაუ. მარქაფა: 16. ელიოტ დი, 17. როდრი ჯონსი, 18. ლეონ ბრაუნი, 19. კორი ჰილი, 20. ჯეიმს ბოტამი, 21. გარეტ დევისი, 22. კალუმ შიდი, 23. უილისი ჰალაჰოლო. ინგლისი: 15. ელიოტ დეილი, 14. ენტონი უოტსონი, 13. ჰენრი სლეიდი, 12. ოუენ ფარელი (კ), 11. ჯონი მეი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგსი, 1. მაკო ვუნიპოლა, 2. ჯეიმი ჯორჯი, 3. კაილ სინკლერი, 4. მარო იტოჯე, 5. ჯონი ჰილი, 6. მარკ უილსონი, 7. ტომ კარი, 8. ბილი ვუნიპოლა. მარქაფა: 16. ლუკ კოვან-დიკი, 17. ელის გენჯი, 18. უილ სტიუარტი, 19. ჩარლი ეველსი, 20. ჯორჯ მარტინი, 21. ბენ ერლი, 22. დენ რობსონი, 23. მაქს მალინსი.

"სტად დე ფრანსი" საფრანგეთი - შოტლანდია (გადაიდო)


11111

6 ერის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრა, რომელშიც საფრანგეთი შოტლანდიას უნდა დაპირისპირებოდა ოფიციალურად გადაიდო. დაპირისპირების გადადების მიზეზი კორონავირუსი გახდა, რომელიც საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მძვინვარებს. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 12 წევრია ინფიცირებული. წყაროს მტკიცებით, ბანაკში გავრცელებული კორონავირუსის გამო, ფრანგები იზოლაციაში იმყოფებიან. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით მხოლოდ 10 წევრი იყო ინფიცირებული, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა ტესტებმა დამატებით კიდევ 2 დადებითი პასუხი დააფიქსირა. კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, “ლე ბლეს” ვარსკვლავი ანტუან დუპონი და კაპიტანი – ჩარლზ ოლივონი არიან. ამ წუთისათვის უცნობია, თუ როდის ჩაინიშნება მატჩის განმეორებით ჩატარების თარიღი. განვლილ 2-ტურში “ლე ბლემ” ორი გამარჯვება მოიპოვა და 9-ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები