Belive

6 ერი | საფრანგეთი ინგლისის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

2022 წლის ექვსი ერის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება შედგება. 19 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე, ლეგენდარულ "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისს უმასპინძლებს. საკუთარ კედლებში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, საფრანგეთი 2022 წლის ექვსი ერის ტრიუმფატორად მოგვევლინება. "გრანდ სლემამდე" ფრანგებს ერთი ნაბიჯი აშორებთ და ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ. ინგლისთან გასამართი მატჩის წინ, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ფაბიენ გალტიემ, "ლე ბლეს" შემადგენლობა დაასახელა.

Untitled

სხვა სტატიები