Belive

6 ერი | საფრანგეთი Vs. შოტლანდია ოფიციალურად გადაიდო

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
6 ერის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრა, რომელშიც საფრანგეთი შოტლანდიას უნდა დაპირისპირებოდა ოფიციალურად გადაიდო. დაპირისპირების გადადების მიზეზი კორონავირუსი გახდა, რომელიც საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მძვინვარებს. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 12 წევრია ინფიცირებული. წყაროს მტკიცებით, ბანაკში გავრცელებული კორონავირუსის გამო, ფრანგები იზოლაციაში იმყოფებიან. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით მხოლოდ 10 წევრი იყო ინფიცირებული, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა ტესტებმა დამატებით კიდევ 2 დადებითი პასუხი დააფიქსირა. კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, "ლე ბლეს" ვარსკვლავი ანტუან დუპონი და კაპიტანი - ჩარლზ ოლივონი არიან. ამ წუთისათვის უცნობია, თუ როდის ჩაინიშნება მატჩის განმეორებით ჩატარების თარიღი. განვლილ 2-ტურში "ლე ბლემ" ორი გამარჯვება მოიპოვა და 9-ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები