Belive

6 ერი | საფრანგეთი Vs. შოტლანდია - ყველაფერი გადადებული მატჩის შესახებ

3 წლის წინ რაგბი
3 წთ
უელსთან მოპოვებული დრამატული გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მორიგი გმირობის ჩადენა მოუწევს. იმისათვის, რომ 6 ერის წლევანდელი გათამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს, საფრანგეთმა შოტლანდია ბონუს ქულით, 21 ქულაზე მეტი სხვაობით უნდა დაამარცხოს. 6 ერის 2021 წლის გათამაშების გადადებული შეხვედრა, რომელშიც საფრანგეთი შოტლანდიას დაუპირისპირდება, 26 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება. "სტად დე ფრანსზე" გასამართი მატჩი უდიდესი ინტრიგის მატარებელია. მატჩის შედეგზე 6 ერის 2021 წლის გათამაშების ჩემპიონის ბედია დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ 6 ერის წლევანდელ გათამაშებას შესაძლოა ორი ჩემპიონი ჰყავდეს. იმ შემთხვევაში თუ საფრანგეთი შოტლანდიას ბონუს ქულით, ზუსტად 20-ქულიანი სხვაობით დაამარცხებს და ზუსტად 5 ლელოს დადებს, საფრანგეთი და უელსი ყველა კომპონენტში თანაბარ ქულებს დააგროვებენ და 6 ერის წლევანდელ გათამაშებას საზიარო გამარჯვებულები (საფრანგეთი - უელსი) ეყოლება.

26 მარტი, 23:59 საათი, "სტად დე ფრანსი" საფრანგეთი - შოტლანდია


France-Wales-scenarios-2-1010x568

20-ქულაზე ნაკლები შედეგით გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთი ჩემპიონის ტიტულს ვერ მიიღებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ფრანგები 21 ქულაზე მეტი სხვაობითა და ბონუს ქულით გაიმარჯვებენ, 6 ერის წლევანდელი გათამაშების ერთპიროვნული ჩემპიონები გახდებიან. საფრანგეთი: 15. ბრის დულინი, 14. დამიან პენო, 13. ვირიმი ვაკატავა, 12. არტურ ვინსენი, 11. გაელ ფიკუ, 10. რომან ნტამაკი, 9. ანტუან დუპონი, 1. სირილ ბაილე, 2. ჟულიენ მარშანი, 3. მოჰამედ აუასი, 4. ბერნარ ლე რუ, 5. სვან რებაჯი, 6. ენტონი ჟელონში, 7. შარლზ ოლივონი (), 8. გრეგორი ალდრიტი. მარქაფა: 16. კამილ შა, 17. ჟან-ბაპტისტ გროსი, 18. უინი ატონიო, 19. რომან ტაოფიფენუა, 20. დილან კრეტინი, 21. ბაპტისტ სერინი, 22. ენტონი ბუტიე, 23. ტედი ტომასი. შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი (), 14. დარსი გრემი, 13. კრის ჰარისი, 12. სემ ჯონსონი, 11. დუან ვან დერ მერვე, 10. ფინ რასელი, 9. ალი პრაისი, 1. რორი სათერლენდი, 2. ჯორჯ ტერნერი, 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. სემ სკინერი, 5. გრანტ გილკრისტი, 6. ჯეიმი რიჩი, 7. ჰემიშ უოტსონი, 8. მეტ ფაგერსონი. მარქაფა: 16. დევიდ ჩერი, 17. ოლი კებლი, 18. საიმონ ბერგანი, 19. ალექს კრეიგი, 20. ნიკი ჰეინინგი, 21. სკოტ სტილი, 22. ადამ ჰასტინგსი, 23. ჰიუ ჯონსი.

სხვა სტატიები