Belive

6 ერში მონაწილეობის თაობაზე საფრანგეთის რაგბის კავშირმა გადაწყვეტილება მიიღო

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის რაგბის კავშირს შესაძლოა 6 ერის 2021 წლის გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. უკანასკნელი ცნობების თანახმად, საფრანგეთი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით, 6 ერის 2021 წლის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს. უპრესტიჟულესი ევროპული სანაკრებო სარაგბო ტურნირი 6 თებერვალს აიღებს სტარტს და მასში საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს. ტურნირში საფრანგეთის მონაწილეობა, საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - ბერნარდ ლაპორტემ ოფიციალურად დაადასტურა. "6 ერის ტურნირთან დაკავშირებით საშიშროება არ არსებობს. საფრანგეთი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით, 6 ერის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს", - აღნიშნა საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.
Untitled

სხვა სტატიები