Belive

6 ერი | საფრანგეთი - შოტლანდია ეპიდემიის გამო გადაიდო

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
კვირას, ექვსი ერის შეხვედრა საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის აღარ ჩატარდება. როგორც ცნობილია, ფრანგთა ბანაკში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც პარიზში გასამართი დაპირისპირების ჩატარება შეუძლებელი ხდება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ფრანგებმა ვარჯიში დღეს შეაჩერეს და მთელი გუნდის შემადგენლობით იზოლაციაში გადავიდნენ. ცნობილია, რომ "მამლების" რიგებში ვირუსი დაუდასტურდა 11 მორაგბესა და 2 მწვრთნელს. ექვსი ერის ოფიციალური გვერდის თანახმად, ორგანიზაცია მატჩის ახალ თარიღს მოგვიანებით გამოაცხადებს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ექვსი ერის ამ ტურში იტალი ირლანდიას მიიღებს, ხოლო უელსი შინ ინგლისს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები