Belive

7-კაცა | საქართველომ ჩილე დაამარცხა და ფინალში გავიდა!

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა ჩილეში მიმდინარე მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის ნახევარფინალში, მასპინძელი ჩილე დაამარცხა (31:14) და სანუკვარ საგზურამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ფინალში საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდება და გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, 7-კაცას მსოფლიოს სერიაზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. საქართველოსა და ურუგვაის დაპირისპირება 15 აგვისტოს, თბილისის დროით, 03:20 საათზე დაიწყება. ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

სხვა სტატიები