Belive

7-კაცას და 7-ქალას ჯგუფები და განრიგი ცნობილია

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
რაგბი ევროპამ 2021 წლის 7-კაცა და 7-ქალა ტურნირების ჩატარების ვადები და ჯგუფები დაასახელა. ევროპული რაგბი7 კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ივნისში, სახეცვლილი სტრუქტურით განახლდება. რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული 15-კაცა ჩემპიონატების მსგავსად, 7-კაცა რაგბში უმაღლეს დივიზიონს გრან პრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა, მეორე დივიზიონს ალაფა, ხოლო მესამეს კონფერენსი. რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებები ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებენ და სავარაუდოდ, დივიზიონებს შორის ასვლა-ჩასვლაც არ იქნება.
222

საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს და პირველ ტურნირს 5-6 ივნისს, ლისაბონში (პორტუგალია) ჩაატარებს. თამაშები მკაცრი კოვიდ-რეგულაციებით გაიმართება და უმაღლეს დივიზიონში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფებში ასე განაწილდნენ: ა ჯგუფი: გერმანია, პორტუგალია, საქართველო, ლიტვა; ბ ჯგუფი: ესპანეთი, იტალია, რუსეთი, პოლონეთი; 7-კაცა რაგბში ჩემპიონატის მეორე ეტაპი 26-27 ივლისს რუსეთში გაიმართება და იქ ჯგუფები პირველ, ლისაბონის ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შედგება.

"ალაფას" ორ ეტაპს ითამაშებს ჩვენი 7-ქალა ნაკრებიც. ტურნირში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და პირველ ეტაპს 19-20 ივნისს ხორვატია, ზაგრები უმასპინძლებს. ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ: ა ჯგუფი: უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა; ბ ჯგუფი: ჩეხეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, დანია; 7-ქალას "ალაფის" მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი  

სხვა სტატიები