Belive

7-კაცას მეორე დონის საერთაშორისო ონლაინ კურსი

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
"მსოფლიო რაგბი" და "რაგბი ევროპა" ამა წლის 17-19 მაისს ატარებს 7 კაცას მეორე დონის საერთაშორისო ონლაინ კურსს. კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მწვრთნელებს, რომლებსაც გავლილი აქვთ 7 კაცას პირველი დონე, იციან ინგლისური ან ფრანგული ენები და აქვთ: მზაობა რაგბისათვის (Rugby ready), სამწვრთნელო საქმის შესავალი (Introduction to coaching), ძირითადი ფაქტორების ანალიზი (Key factor analysis), ფუნქციონალური როლების ანალიზი (Functional role analysis), ბავშვთა მწვრთნელობა (Coaching Children) ონლაინ სერთიფიკატები. მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს შეუძლიათ გააგზავნონ თავიანთი საკონტაქტო მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] მონაცემების მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები