Belive

აბჟანდაძე შოტლანდიის დამარცხების შემდეგ: "ჩემი გუნდით ამაყი ვარ"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს U20 მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 მატჩში შოტლანდია 17:12 დაამარცხა და წლევანდელ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ბორჯღალოსანმა" თედო აბჟანდაძემ დღევანდელი თამაში შეაფასა. "პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. მე-2 ტაიმში მეტოქეზე უკეთესები ვიყავით და გამარჯვება სწორედ ამ მიზეზით მოვიპოვეთ. ჩემი აზრით, მე-2 ნახევარში განსხვავება გუნდებს შორის შეტევის სიჩქარეში იყო. საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა და ბურთსაც აკონტროლებდა.  ჩემი გუნდითა და ქვეყნით ამაყი ვარ," - თქვა თედომ. საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა არგენტინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფი მე-3 პოზიციაზე დაასრულა და დიდი ალბათობით, ასპარეზობას 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს.

სხვა სტატიები