Belive

აგუსტინ პიშო: "ვიმედოვნებ საქართველოს აუხსნიან სად უნდა ითამაშოს"

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
მსოფლიო რაგბის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა - აგუსტინ პიშომ, ახალ ზელანდიურ Eden Park-თან საუბარში, რამდენიმე საკითხზე საკუთარი აზრი დააფიქსირა. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის მონაკვეთი, სადაც პიშო მეორე ეშელონის ქვეყნების განვითარებაზე საუბრობს და საქართველოს განსაკუთრებულ კონტექსტში მოიხსენიებს. "საინტერესო იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო რაგბის გარშემო მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის შევლება - ვგულისხმობ ფიჯის, იაპონიას, საქართველოსა და რუმინეთს. ამ ერებზე დაკვირვებით გამოჩნდება, როგორ ასრულებს ორგანიზაცია რაგბის გლობალური განვითარების დაპირებას. კორონავირუსმა მსოფლიო რაგბის კონსტრუქცია სრულებით ჩამოშალა. დარწმუნებული ვარ, 6-ერის ჩემპიონატი სამუდამოდ 8-ერის ჩემპიონატად გადაკეთდება. ვიმედოვნებ, ტყუილად არ დავმარცხებულვარ მსოფლიო რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში. ფიჯიმ ჩემს წინააღმდეგ მისცა ხმა და ვიმედოვნებ 6-ერის წარმომადგენლები მათ სამომავლო განვითარებაზე იზრუნებენ. ასევე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს აუხსნიან სამომავლოდ სად უნდა ითამაშოს და განვითარდეს", - აღნიშნა აგუსტინ პიშომ.

სხვა სტატიები