Belive

ახალ ზელანდიელი მორაგბე ავტოკატასტროფაში დაიღუპა

2 წლის წინ რაგბი
2 წთ

ტაურანგაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, 25 წლის ახალ ზელანდიელი მორაგბე - შონ ვაინუი დაიღუპა. სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც შონ ვაინუი მართავდა ხეს შეეჯახა. U-20 ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების ყოფილ წევრმა, "მაორი ოლ ბლექსის" კვართი 10 დაპირისპირებაში მოირგო და სუპერ რაგბის ბინადარი "ჩიფსის" ღირსება 44 შეხვედრაში დაიცვა. ვაინუის წარმატებული საკლუბო კარიერა ჰქონდა - მის სახელს უკავშირდება სუპერ რაგბიში დამყარებული რეკორდი. სუპერ რაგბის ეგიდით, ავსტრალიური "ვარატაჰსის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, შონ ვაინუინ 5 ლელოს დადება შეძლო, რაც სუპერ რაგბის აბსოლუტური რეკორდია. ვაინუი გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც სუპერ რაგბის ერთ შეხვედრაში 5 ლელოს დადება შეძლო. 25 წლის მორაგბის დარუპვის შესახებ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - მარკ რობინსონმა სპეციალური განცხადება გაავრცელა: "ტრაგიკული დღე რაგბის სამყაროში. შონის დაღუპვა ყველა იმ ადამიანზე ძალიან მძიმედ იმოქმედებს, ვისთანაც მას კავშირი ჰქონდა - მისი თანაგუნდელებისათვის ("ჩიფსი") განსაკუთრებით სამწუხარო და მტკივნეული დღეა. ვიზიარებთ მათ მწუხარებასა და შოკს". შონ ვაუინუის დაღუპვის შესახებ, "ოლ ბლექსის" ლეგენდა - სონი ბილ უილიამსი სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტს ავრცელებს:

სხვა სტატიები