Belive

"ახალი სეზონისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნები" | ბექა გორგაძე კარიერას კვლავ ტოპ 14-ში განაგრძობს

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
ჟირონდულ კლუბში გატარებული 3 სეზონის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორაგბე - ბექა გორგაძე, "ბორდოს" ტოვებს. შეგახსენებთ, "შემოდგომის ერთა თასზე" ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული მუხლის უმძიმესი ტრავმის გამო, გორგაძეს ტოპ 14-ის პრაქტიკულად მთელი სეზონი გაუცდა. ბექა გორგაძემ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი განვლო და მომდევნო სეზონისთვის 100 %-ით მზადყოფნას იმედოვნებს. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ "ბორდოსა" და გორგაძის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა, თუმცა ქართველი მორაგბის მიმართ ინტერესს, ტოპ 14-ის რამდენიმე კლუბი იჩენდა. francebleu.fr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბექა გორგაძე კვლავ ტოპ 14-ში დარჩება და "პოს" ღირსებას დაიცავს. წყაროს მტკიცებით, ოფიციალური კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გორგაძე "პოს" შეუერთდება.
Untitled

"კონტრაქტი გაოფიციალურებული არ არის, მაგრამ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ტრავმებთან დაკავშირებულ საკითხებს, კლუბები სიფრთხილით ეკიდებიან - სამედიცინო შემოწმებას გავივლი. ყველაზე რთული ეტაპი გადალახულია და სარეაბილიტაციო პროცესს წარმატებით გავდივარ. მომდევნო სეზონისთვის 100 %-ით მზად ვიქნები", - აღნიშნა ბექა გორგაძემ francebleu.fr-სთან საუბარში.

სხვა სტატიები