Belive

ახალი ტურნირი და ბრწყინვალე შანსი იაპონიასა და ფიჯის

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
THE TELEGRAPH-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიასა და ფიჯის ბრწყინვალე შანსი მიეცათ. კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სპორტული აქტივობების შემდეგ, იაპონია და ფიჯი ახალ ტურნირში ჩაერთვებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში ახალი 8-გუნდიანი ტურნირი გაიმართება, რომელშიც ჩრდილოეთ ჰემისფეროს 6 ერთან ერთად, იაპონია და ფიჯი იქნებიან მიწვეული. ტურნირის ფორმატთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. იაპონიისა და ფიჯის მიწვევის შემდეგ გულშემატკივართა აზრი ორადაა გაყოფილი. არაერთმა გულშემატკივარმა ღიად დააფიქსირა, რომ ჩრდილოეთ ჰემისფეროს 6 ერთან დასაპირისპირებლად იაპონიისა და ფიჯის მიწვევა საქართველოსთვის ერთგვარი "სილი გაწვნაა" - გულშემატკივართა ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუმინეთს განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ და რეგულარულად დაუპირისპირდნენ 6-ერში შემავალ ქვეყნებს.
111

სხვა სტატიები