Belive

აფა ტაული | საქართველოს და ესპანეთის ნაკრებში ბაზირებულ მორაგბეებს შორის დიდი სხვაობაა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული მატჩი "ბორჯღალოსანთა" დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სანტიაგო სანტოსმა და მორაგბემ აფა ტაულიმ საინტერესო კომენტარი გააკეთეს.
სანტიაგო სანტოსი: "50 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით, თუმცა მერე სადავეები ხელიდან გავუშვით და შედეგიც შესაბამისი დადგა. ანგარიშით რა თქმა უნდა კმაყოფილი არ ვარ. ვულოცავ საქართველოს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას. დღეს ტრადიციული თამაში ვერ ვაჩვენეთ. ამინდმა ჩვენს გეგმებში კორექტივები შეიტანა და სანახაობრივი თამაში არ გამოგვივიდა“. აფა ტაული: "საქართველოს ნაკრების გუნდურმა და ინდივიდუალურმა კლასმა თავი იჩინა და დასკვნით 30 წუთში ის თამაში ვეღარ ვაჩვენეთ, რაც მანამდე. ეს გასაკვირი არცაა, რადგან საქართველოს და ესპანეთის ნაკრებში ბაზირებულ მორაგბეებს შორის დიდი სხვაობაა“.
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები