Belive

აფრასიძე U20 რაგბის მსოფლიო თასის ყველა დროის საუკეთესო გუნდში დაასახელეს

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი - გელა აფრასიძე, U20 რაგბის მსოფლიო თასის ყველა დროის საუკეთესო გუნდში დაასახელეს. U20 რაგბის მსოფლიო თასზე მოასპარეზე ახალგაზრდა მორაგბეებიდან, 707-მა მათგანმა ეროვნული ნაკრების კვართი მოირგო და საერთაშორისო ტესტ მატჩებში მიიღო მონაწილეობა - სახელოვანმა კომენტატორმა საიმონ უარდმა საუკეთესო გუნდი დაასახელა. საიმონ უარდის პერსონალურ "ოლ სტარში" 9-ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძე მოხვდა.

15. ბაუტისტა დელგუი - არგენტინა (2016-17) 14 სანაკრებო კეპი

14. ტევიტა ლი - ახალი ზელანდია (2014-15) 0 სანაკრებო კეპი

13. ჯო მარჩანტი - ინგლისი (2016) 3 სანაკრებო კეპი

12. რომან ნტამაკი - საფრანგეთი (2017-18) 16 სანაკრებო კეპი

11. დამიან პენო - საფრანგეთი (2015-16) 17 სანაკრებო კეპი

10. აარონ კრუდენი - ახალი ზელანდია (2009) 50 სანაკრებო კეპი

9. გელა აფრასიძე - საქართველო (2016-18) 25 სანაკრებო კეპი

1. რის ქეარი - უელსი (2017-18) 8 სანაკრებო კეპი

2. ასაფო აუმუა - ახალი ზელანდია (2017) 0 სანაკრებო კეპი

3. დემბა ბამბა - საფრანგეთი (2018) 11 სანაკრებო კეპი 

4. მარო იტოჯე - ინგლისი (2014) 41 სანაკრებო კეპი (მათ შორის 3 კეპი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში)

5. ბროდი რეტალიკი - ახალი ზელანდია (2011) 81 სანაკრებო კეპი

6. მარკოს კრემერი - არგენტინა (2016-17) 28 სანაკრებო კეპი

7. კამერონ ვოკი - საფრანგეთი (2017-18) 2 სანაკრებო კეპი

8. მაქს დეგანი - ირლანდია (2016) 1 სანაკრებო კეპი

სხვა სტატიები