Belive

"აქ საქართველოს ბევრი გულშემატკივარობს" - სამხრეთ აფრიკელი გულშემატკივრები ბორჯღალოსნებთან მატჩს ეხმაურებიან

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 18 ივლისს "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკას სტუმრად ტესტ-მატჩში დაუპირისპირდებიან. ამ ამბავმა არამხოლოდ ქართულ სარაგბო წრეებში არამედ სამხრეთ აფრიკელ გულშემატკივრებშიც დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გთავაზობთ მათ კომენტარებს: კრისტოფერ ნოდე: "ფანტასტიური სიახლეა, მე მიყვარს საქართველო. აქ თქვენს ნაკრებს ბევრი გულშემატკივარი ყავს, იმედი გვაქვს რომ პოტენციალს სრულად გამოავლენთ" ირეშ პილაი : "შოტლანდიელები ძლიერ ქართველებთან შეხვედრის წინ კარგად გაგვახურებენ" რიტა კიმდელი: "მე როგორც ბოკეს გულშემატკივარი დარწმუნებული ვარ რომ ქართველებთან თამაში ჩვენთვისაც დიდი პატივია" უორენ ბრიუსი: "მოუთმენლად ველი ხოსაზე (ერთ-ერთი დიალექტი რომელსაც სამხრეთ აფრიკაში იყენებენ) გამოცხადებულ ქართულ გვარებს, 2 საათიან რეპს დაემსგავსება" სილე ზონდი: "მამუკა გორგოძე დუ ტოის წინააღმდეგ, ახალგაზრდა ბიჭისთვის კარგი ტესტია" - მას კომენტარებში აუხსნეს, რომ გორგოძემ კარიერა დაასრულა.      

სხვა სტატიები