Belive

არგენტინის რაგბის კავშირმა პაბლო მატერა დასაჯა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მოპოვებული ისტორიული გამარჯვებიდან 3-კვირის შემდეგ, არგენტინის რაგბის კავშირმა პაბლო მატერა დასაჯა. კავშირის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, პაბლო მატერას არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის წოდება ჩამოერთვა. არგენტინის რაგბის კავშირმა აღნიშნული გადაწყვეტილება 2011 და 2013 წლებში, მატერას მიერ გაკეთებული ქსენოფობიური განცხადებების გამო მიიღო. 9 და 7 წლის წინ, Twitter-ზე განთავსებული ქსენოფობიური განცხადებების გამო - მატერას დასჯა უამრავმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა. აღსანიშნავია, რომ პაბლო მატერა, გვიდო პეტი (მეორე ხაზი) და სანტიაგო სოცინო (ჰუკერი) ავსტრალიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. არგენტინის რაგბის კავშირის მტკიცებით, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებამდე, სამივე მორაგბე ნაკრებიდან მოკვეთილია. მომხდართან დაკავშირებით პაბლო მატერამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა. კაპიტნის მტკიცებით, 2011 და 2013 წლებში საკმაოდ რთული დროება ედგა და გულწრფელად ინანიებს წარსულში გაკეთებულ განცხადებებს.

სხვა სტატიები