Belive

ბათუმი საქართველოს ჩემპიონია

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
ბათუმის "ბათუმი" დიდი 10-ის ჩემპიონია. გუნდმა ფინალში რუსთავის "ხარები" 36:11 დაამარცხა. მთელი მატჩი სწორედ მათი უპირატესობით წარიმართა. ტაიმი 19:6 დასრულდა. მეორე ნახევარში "ბათუმის" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოოდ გუნდმა 25 ქულის სხვაობით გაიმარჯვა. "ბათუმს" აქამდე საჩემპიონო თასი ორჯერ, 1999 და 2002 წლებში ჰქონდა მოგებული. რუსთავის გუნდი ფინალში 25 წლის შემდეგ დაბრუნდა. მათ 1993 წელს ჩემპიონობა მოიპოვეს, 1994 წელს ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმში გამართულ ფინალს გულშემატკივარი დაესწრო და ტრიბუნაზე ცარიელი ადგილი არ ყოფილა. გულშემატკივრობაც საკმაოდ ხმაურიანად და აქტიურად მიმდინარეობდა. აღსანიაშნავია ისიც, რომ 12 წლიანი შესვენების შემდეგ, დიდი 10-ის ფინალს ქართველ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა. მთავარი არბიტრი საერთაშორისო მსაჯი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელსაც კიდეებიდან ასევე საერთაშორისო მსაჯები - შოთა თევზაძე და სულხან ჩიხლაძე ეხმარებოდნენ.

სხვა სტატიები