Belive

ბექა გორგაძე: "ისეთი ხარისხის რაგბი უნდა ვითამაშოთ, რაც აქამდე არ გვითამაშია..."

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა მეტად სასიამოვნო ინფორმაცია – ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები 8 ერის გათამაშებაში ჩაერთვება. 8 ერში შესვლის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ბორდოს" მორაგბემ – ბექა გორგაძემ, Live.ge-სთან საუბრისას პირველი კომენტარი გააკეთა.
"სიმართლე რომ გითხრათ, აქამდე არც კი მჯეროდა რომ ეს რეალობა იქნებოდა და 8 ერში მიგვიღებდნენ. სასწაული გრძნობაა ამ რთულ პერიოდში, როდესაც ორი ტესტ მატჩის იმედად ხარ და უცებ ამხელა შესაძლებლობა გამოგვიჩნდა. რაც შეეხება ჯგუფს, ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გეყოლება ამ ჯგუფში, რადგან  შანსი მოგვეცა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ისეთი ხარისხის რაგბი უნდა ვითამაშოთ, რაც აქამდე არ გვითამაშია, სხვა გზა არ არის". - ბექა გორგაძე

სხვა სტატიები