Belive

ბექა გორგაძე ტესტ-მატჩების სიმბოლურ გუნდში მოხვდა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მესამე ხაზელი, ბექა გორგაძე ტესტ-მატჩების სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Ultimaterugby-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველმა მესამეხაზელმა მარცხის მიუხედავად კარგად ითამაშა. მან ბურთთან ერთად 70 მეტრი მოიგო და 15 ბოჭვა შეასრულა. გორგაძემ ამ პოზიციაზე ინგლისელ მარკ ვილსონსა და ირლანდიელ სი ჯეი სტენდერს აჯობა. სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება: 1. ალან დელი (შოტლანდია) 2. ჯო ტაუფეტე’ე (აშშ) 3. ფრანს მალჰერბე (სამხრეთ აფრიკა) 4. ჯეიმს რაიანი (ირლანდია) 5. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია) 6. ჯასტინ ტიპურიკი (უელსი) 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი) 8. ბექა გორგაძე (საქართველო) 9. კირან მარმიონი (ირლანდია) 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია) 11. ტედი ტომა (საფრანგეთი) 12. რაიან კროტი (ახალი ზელანდია) 13. მიკელე კამპანიარო (იტალია) 14. ტომი სიმური (შოტლანდია) 15. ემილიანო ბოფელი (არგენტინა)

სხვა სტატიები