Belive

ბექა გორგაძე ტოპ 14-ის თვის საუკეთესო მორაგბე გახდა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "პოს" ფლანკერი - ბექა გორგაძე ტოპ 14-ის იანვრის თვის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. იანვარში, "პომ" "კლერმონისა" და "ბრივის" წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა - ბექა გორგაძე ორივე გამარჯვების მნიშვნელოვანი შემოქმედი გახდა. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსანმა" "კლერმონის" დალელოვებაც შეძლო.

სხვა სტატიები