Belive

ბოდენ ბარეტი მილტონ ჰეიგის გუნდში ითამაშებს

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო რაგბის ორგზის საუკეთესო მორაგბე - ბოდენ ბარეტი, "სანტორი სანგოლიათის" ღირსებას დაიცავს. წყაროს მტკიცებით, ლეგენდარულმა ახალ ზელანდიელმა მორაგბემ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბოდენ ბარეტსა და "სანტორი სანგოლიათს" შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ბარეტი იაპონიაში დეკემბერში გადავა და 1.5 მილიონ ახალ ზელანდიურ დოლარს მიიღებს. შეგახსენებთ, "სანტორი სანგოლიათის" მთავარი მწვრთნელის პოსტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - მილტონ ჰეიგი იკავებს. ჰეიგმა იაპონური სარაგბო კლუბის მთავარი მწვრტნელის პოსტი 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ჩაიბარა.
111

სხვა სტატიები