Belive

ბოდენ ბარეტი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე გახდება

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
ფრანგული "ლიონი" ახალ ზელანდიელ მორაგბეს, ბოდენ ბარეტს, საოცარ კონტრაქტს სთავაზობს. 2019 წლის იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ბოდენ ბარეტი "ლიონის" მორაგბე გახდება. ფრანგულმა კლუბმა ბოდენ ბარეტს ანაზღაურების სახით წელიწადში 2.6 მილიონი დოლარი შესთავაზა. თუ ბოდენ ბარეტი ამ შეთავაზებას დათანხმდება, ახალ ზელანდიელი მგეზავი მსოფლიო რაგბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე გახდება. "ოლ ბლექსის" ტალანტს ნაკრებში 66 კეპი აქვს მოხვეჭილი და მის ანგარიშზე 525 ქულაა.  

სხვა სტატიები