Belive

ბორჯღალოსნები არგენტინელებს ზამთარში ეწვევიან

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
2020 წლის პირველ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 17 იანვარს გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე არგენტინის „ა“ ნაკრები იქნება. ტესტ-მატჩი მარ-დელ-პლატაში, „ესტადიო ხოსე მარია მინელიაზე“ შედგება. ინფორმაცია თავდაპირველად უცხოურ მედიაში გავრცელდა, სადაც აღნიშნული ტესტ-მატჩი არგენტინის რაგბის კავშირის მაღალჩინოსანმა, გილერმო ვოლპონიმ დააანონსა. როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრებთან თამაში არგენტინული მხარის ინიციატივა იყო და შემოთავაზება საქართველოს რაგბის კავშირმა სწორედ მათგან მიიღო. რადგან აღნიშნული პერიოდი მსოფლიო რაგბის მიერ გამოყოფილი ტესტ მატჩების ფანჯარა არ გახლავთ, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები არგენტინაში „ა“ ნაკრების შემადგნელობით წარსდგება. წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები