Belive

ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდნენ

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა და მე-11 პოზიციაზე აღზევდა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნები აღნიშნულ პოზიციას 2016 წელსაც იკავებდნენ. რეიტინგში ბორჯღალოსნების დაწინაურება ფიჯის სენსაციურმა მარცხმა განაპირობა. რაგბის მსოფლიო თასზე, D-ჯგუფში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები (ფიჯი - ურუგვაი) 25 სექტემბერს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ყველასათვის მოულოდნელად ფიჯი ურუგვაისთან 27:30 დამარცხდა და რეიტინგში 4 ქულა დააკლდა.
Untitled
ბორჯღალოსნებს საუკეთესო შანსი აქვთ, რომ რეიტინგში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარონ და ისტორიაში პირველად ათეულში მოხვდნენ. იმ შემთხვევაში თუ იაპონია შოტლანდიასთან მინიმუმ 5 ქულით დამარცხდება, ხოლო საქართველო ურუგვაისა (29 სექტემბერი) და ფიჯის (3 ოქტომბერი) მინიმუმ 5 ქულით დაამარცხებს - ბორჯღალოსნები მე-9 პოზიციაზე აღზევდებიან.

სხვა სტატიები