Belive

ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაწინაურდნენ

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა. მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში ბორჯღალოსნები 73.93 ქულით მე-12 პოზიციაზე დაბრუნდნენ. რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებმა ტრიუმფალური სტარტი აიღეს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად რუმინეთს სძლია და სატურნირო ცხრილში პირველობასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლა. რეიტინგში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დაწინაურება აგრეთვე განაპირობა აშშ-ს მარცხმა. ამერიკის თასზე, არგენტინა XV-მა აშშ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე (45:14) დაამარცხა. შეგახსენებთ, 2019 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნები ორ საშინაო შეხვედრას გამართავენ. 17 თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე საქართველო ესპანეთს დაუხვდება. 9 მარტს კი საქართველო გერმანიის დაპირისპირება ქუთაისში (აია) შედგება.

სხვა სტატიები