Belive

ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში 41:13 მოგების შემდეგ, „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში ბორჯღალოსნები მე-13 ადგილზე დაწინაურდნენ. რადგან სხვაობა 15 ქულაზე მეტი იყო, ჩვენმა გუნდმა 0,36 სარეიტინგო ქულა მიიღო, რითაც ჯამში 71,63 ქულა მოაგროვეს, ტონგა უკან მოიტოვეს და ერთი საფეხურით წინ წაიწიეს. საქართველოს ნაკრები 0,41 ქულით ჩამორჩება იტალიას, ხოლო მე-14 ადგილზე მყოფ ტონგას 0,19 ქულით უსწრებს. ბორჯღალოსნები 9 თებერვალს მადრიდში ესპანეთის ნაკრებს ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში მე-12 ადგილზე დაბრუნების შანსი ექნებათ, რა ადგილსაც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. შეგახსენებთ, „მსოფლიო რეიტინგში“ ბორჯღალოსნების საუკეთესო მაჩვენებელი მე-11 პოზიციაა.

სხვა სტატიები